გარეცხეთ და დაჭერით ბადრიჯანი და ყაბაყი (ან ცუკინი) თხელ წრეებად. გარეცხეთ, გაარჩიეთ ბულგარული წიწაკა და დაჭერით წვრილ ჩხირებად. ჩაყარეთ ბოსტნეული ცალ-ცალკე ჯამებში, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 60 წუთი. შემდეგ გაავლეთ ბოსტნეული ცივ წყალში. ჩაასხით ქვაბში 1 ჭიქა წყალი და 1 ჭიქა ძმარი, აადუღეთ. მოხარშეთ ამ ნაზავში ბადრიჯანი 3 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ საწურით და შეამშრალეთ. ასევე მოხარშეთ ბულგარული წიწაკა და ყაბაყი. გადაიტანეთ ისინიც ქაღალდის ხელსახოცზე, რათა შეშრეს. ბოსტნეული უნდა გაშრეს 30 წუთის განმავლობაში. გაავსეთ სტერილური ქილები ბოსტნეულითა და ზეთისხილით. მოათავსეთ ინგრედიენტები ფენა-ფენა. გააცხელეთ ზეთი სანელებლებით დაბალ ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში. დაასხით სანელებლებიანი ზეთი ქილებში მოთავსებულ ბოსტნეულს და გააჩერეთ, სანამ გაცივდება. შემდეგ კი შედგით მაცივარში 3 დღის განმავლობაში.