პომიდორი გაჭერით ოთხად. გაარჩიეთ ნიორი. ტკბილი და ცხარე წიწაკა გაასუფთავეთ თესლისგან, დაჭერით მსხვილად. გაატარეთ პომიდორი, წიწაკები და ნიორი ხორცსაკეპმანქანაში. ბადრიჯანი დაჭერით პატარა კუბიკებად. მოათავსეთ ყველა ბოსტნეული დიდ ქვაბში, დაასხით ზეთი, დაუმატეთ შაქარი და მარილი გემოვნებით. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დააფარეთ თავსახური და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 40 წუთი. მწვანილი გარეცხეთ, დაჭერით წმინდად და დაუმატეთ აჯიკას და ხარშეთ 2 წუთი. ბოლოს ჩაასხით ძმარი და გააჩერეთ ცეცხლზე 1-2 წუთი, არ აადუღოთ, გადმოდგით ცეცხლიდან. გაანაწილეთ სტერილურ ქილებში და მოხუფეთ.