თავდაპირველად მოამზადეთ მოსართავად ნესვის რამდენიმე ბურთულა ნაყინის ამოსაღები კოვზით. დაფხვენით ვანილის ორცხობილა ("სუხარი") ბლენდერში. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და აურიეთ კარგად. წყლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი, გააციეთ და დაუმატეთ კონიაკი. დაუმატეთ დაფხვნილი ორცხობილა - მოზილეთ ცომი და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით. ნესვი დააქუცმაცეთ ხელის მიქსერით. ცალკე ათქვიფეთ ნაღები, შეურიეთ შესქელებული რძე და ნესვის მუსი - კრემი მზად არის. მოამზადეთ დასაშლელი ფორმა 22 სმ-ის დიამეტრით და ჩააფინეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი. გაანაწილეთ მზა ცომი, ამოიწიეთ კიდეები. ჩასხით კრემი, გადააფარეთ ფორმას ცელოფანი და მოათვსეთ საყინულეში 4-5 საათით. მზა ტორტი გამოიღეთ საყინულედან, მოხსენით ფორმას გვერდები და დაჭერით ნაყინის ტორტი ცხელი დანით. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ ნესვის ბურთულებით, მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი და გააფორმეთ პიტნის ფოთლებით.