დაფხვენით ბლენდერში კრეკერები, დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი და გამდნარი კარაქი და აურიეთ. ჩატკეპნეთ ოდნავ ღრმა (ტარტის) ფორმაში. ათქვიფეთ კრემ-ყველი შაქრის პუდრასთან ერთად, დაუმატეთ გახეხილი ლაიმის ცედრა, წვენი, ვანილის ექსტრაქტი და ნაღები. თქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ მიღებული კრემი ფორმაში ბისკვიტზე და შედგით საყინულეში 30 წუთით. გამოიღეთ ჩიზქიექი, გვერდებიდან ფრთხილად შეუყარეთ ხის (ნაყინის) 8 ცალი ჩხირი, მორთეთ ათქვეფილი ნაღებით, მოაყარეთ ლაიმის ცედრა და კვლავ მოათავსეთ საყინულეში, ახლა უკვე 4 საათით. შემდეგ დაჭერით 8 თანაბარ სამკუთხედად და გემრიელად მიირთვით!