გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. დადეთ ზედ თითო ჩაის კოვზი ნუთელას კრემი. შედგით მაცივარში და გაყინეთ 1 საათის განმავლობაში. მანამდე მოამზადეთ ცომი: ჯამში ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, ყავისფერი შაქარი, თეთრი შაქარი, ერთი კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი, რძე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი, კაკაო და სოდა, მარილი და კვლავ კარგად ათქვიფეთ. გააკეთეთ მიღებული ცომისგან პატარა ბურთები, გააბრტყელეთ, გულში ჩაუდეთ გაყინული ნუთელა და დააგუნდავეთ. მოაყარეთ მწიკვი ზღვის მარილი. აცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.