დაჭერით პომიდორი 1 სმ სისქის ნაჭრებად. ათქვიფეთ კვერცხი რძესთან ერთად. ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ მჭადის ფქვილი (ან საფანელი), მარილი და პილპილი. გაადნეთ ფართე ტაფაზე კარაქი, ამოავლეთ პომიდვრის ნაჭრები ჯერ კვერცხის, შემდეგ ფქვილის მასაში და შეწვით ყველა მხრიდან 2-2 წუთს განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!