ბარდა მოვხარშოთ. ცალკე ტაფაზე დავდოთ ბეკონი და შევწვათ, დავუმატოთ კარაქი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და მოვშუშოთ, სანამ ხახვი ფერს შეიცვლის. მიღებული მასა დავუმატოთ მოხარშულ ბარდას, დავასხათ მდუღარე წყალი და წამოვადუღოთ 5-7 წთ., ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილები, მარილი და ხმელი წიწაკა.