ზეთისხილი, სოკო და სულგუნი დვჭრათ და ავურიოთ. კვერცხი და მარილი ავთქვიფოთ, დავუმატოთ რძე, ზეთი და ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. შევურიოთ დაჭრილი ინგრედიენტები, მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ.