კარტოფილის კატლეტები სოკოს სოუსით
კარტოფილის კატლეტები სოკოს სოუსით
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 1 კგ
  • კვერცხი - 2
  • კარაქი - 4 ს.კ
  • ფქვილი - 1/2 ჭ ამოსავლებად
  • სოკო - 150 გ
  • ხახვი - 1
  • არაჟანი - 200 გ
  • ფქვილი - 1 ს.კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
კარტოფილი გავთალოთ და მოვხარშოთ. წყალი გადავაქციოთ, დავჭყლიტოთ, დავამატოთ კარაქი, მარილი, კვერცხი. კარგად ავურიოთ. გავაკეთოთ კატლეტები, ამოვავლოთ ფქვილში (ან საფანელში) და შევბრაწოთ. 

მოვუმზადოთ სოუსი: სოკო და ხახვი მოვშუშოთ ტაფაზე, დავამატოთ ფქვილი, ამოვურიოთ კარგად და დავამატოთ არაჟანი. წამოვადუღოთ რამდენიმე წუთი. ბოლოს დავამატოთ მარილი და პილპილი.