ბულგური მოვხარშოთ, როგორც შეფუთვაზეა მინიშნებული. გადავწუროთ და გავაცივოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ კარაქში. დავუმატოთ ტომატი, გახეხილი სტაფილო, ნიორი და ბულგური. დავასხათ მდუღარე წყალი და წამოვადუღოთ 3-4 წთ. შევკაზმოთ მარილით და წითელი წიწაკით. ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი პიტნა და ლიმონის წვენი. გემრიელად მიირთვით!