ფქვილის გარდა ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ბლენდერში და ავთქვიფოთ. მიღებული მასა გადავიტანოთ ჯამში, ნელ-ნელა ვუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მიღებული მასა გადავიტანოთ სამუშაო დაფაზე, გავაბრტყელოთ ძალიან კარგად და გამოვჭრათ ოთხკუთხედები. შემდეს ეს ოთხკუთხედები გადავჭრათ სამკუთხედებად და ჩავუშვათ ადუღებულ ზეთი. როდესაც ფერს შეიცვლის და კარგად დაიბრაწება, ხრაშუნები მზადაა. ამოვიღოთ ქაღალდის ხელსახოცზე და გავაცივოთ.