წინასწარ მოამზადეთ ლაფშა: დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 2 წუთი, შემდეგ კი გადაწურეთ. ასევე წინასწარ მოხარშეთ ქათმის ფილე და დაძენძეთ. დაჭერით სალათის ფურცლები, კომბოსტო, მწვანე ხახვი, გახეხეთ სტაფილო და ჩაყარეთ ყველაფერი ერთ ჯამში. დაუმატეთ ლაფშა, დაძენძილი ქათმის ხორცი და მანდარინის ლებნები. მოამზადეთ დრესინგი: ერთმანეთში აურიეთ დრესინგისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი და მოასხით სალათს. გემრიელად მიირთვით!