ყველა მოცემული სუნელი: მარილი, პილპილი, ხახვის ფხვნილი, ნივრის ფხვნილი, წიწაკა ჩილი, კაიენური წიწაკა, კვლიავი აურიეთ ერთად და შეასუნელეთ ხბოს (ან საქონლის) ნეკნები. მოამზადეთ სოუსი: გახსენით ანანასის კონსერვი და წვენი ჩაასხით ჯამში, დაუმატეთ ბარბექიუს სოუსი ან კეტჩუპი და ანანასის ნაჭრები. ჩაალაგეთ შესუნელებული ნეკნები სოუსში, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 4 საათის განმავლობაში. შემდეგ გააჩერეთ 2 საათი თავდახურულ ქვაბში. ამოიღეთ სოუსიდან ნეკნები, დაჭერით და მოასხით იგივე სოუსი, რაშიც მოიხარშა. გემრიელად მიირთვით!