დაფხვნილი ნამცხვარი და კარაქი ავზილოთ და ფორმაში ჩავტკეპნოთ, შევდოთ მაცივარში.ერთად ავთქვიფოთ ნაღების ყველი,შაქარი, კვერცხი არაჟანი და ვანილი. ყავაგავხსნათ ცოტა ცხელ წყალში, გავაგრილოთ და დავუმატოთ მასას, შემდეგ მოვათავსოთ მომზადებულ ფორმაში და 160 გრადუსზე გამოვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში. ნამცხვარი მაცივარში გავაცივოთ და შოკოლადი მოვასხათ.