ბრინჯი გაცხელებულ კარაქში მსუბუქად მოვშუშოთ, დავუმატოთ წყალი, მწიკვი მარილი, გარგარისა და ქლიავის ჩირები და 15 წუთის განმავლობაში თავდახურული ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ შევფუთოთ 20 წუთით. შაქარს დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ სიროფი, ჩავუმატოთ ქიშმიში და ვხარშოთ, სანამ სიროფი შესქელდება. ფლავს სუფრაზე გატანის წინ მოვასხათ შაქრის სიროფში მოხარშული ქიშმიში.