კარაქი მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჯამში, დაუმატეთ 1 ჭიქა შოკოლადის დროპსები და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 1,5 წუთი. შემდეგ აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დაუმატეთ ორივენაირი შაქარი, ვანილის ექსტრაქტი, მარილი, კარგად აურიეთ და ჩაახალეთ 3 კვერცხი. კვლავ აურიეთ და ჩაცერეთ ფქვილი და კაკაო. მოზილეთ კოვზით ერთგვაროვანი, ნაზი ცომი და დაუმატეთ დარჩენილი, 1/2 ჭიქა შოკოლადის დროპსები. ოთკუთხედ, მაღალბორტებიან გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, მოასხით კულინარიული სპრეი, ან წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომი. მოუსწორეთ ზედაპიდი და აცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!