მოხარშეთ კარტოფილი ვიდეოში მითითებული წესის მიხედვით, გაფრცქვენით , გააციეთ და დაჭერით კუბიკებად . დაჭერით ბადრიჯანი და ბულგარული კუბიკებად , გაშალეთ ლითონის გამოსაცხობ ფირფიტაზე,მოაყარეთ მარილი და პილპილი,მოასხით ზეითუნის ზეთი და შეწვით 200 გრადუსზე,გახურებულ ღუმელში, 25 წუთის განმავლობაში. ზეთში 1 თავი დაჭრილი ხახვი,დაუმატეთ ტომატპასტა და გააგრძელეთ მოთუშვა. დაუმატეთ დაჭრილი ნიორი,პაპრიკა, მარილი და პილპილი. მოხარშული,კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი,მუხუდო, დაჭრილი პომიდორი აურიეთ და დაასხით ბოსტნეულის ბულიონი. თავდახურულ ჭურჭელში თუშეთ 5 წუთის განმავლობაში და დაუმატეთ შემწვარი ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა. აურიეთ, თუშეთ კიდევ 2 წუთი, სუფრასთან მიტანისას კი მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!