ფქვილით, სოდითა და მარილით ვზელთ საშუალოზე ცოტა რბილ ცომს, ვასვენებთ ნახევარი საათით და მისგან პატარა გუნდებს ვაკეთებთ. გოგრის გულს დავუმატოთ გემოვნებით მარილი, შავი პილპილი და შევძინოთ სიტკბო შაქრით ან თაფლით. გამოვაცხოთ პატარა და ძალიან თხელი ხაჭაპურები, ზემოდან კი წავუსვათ ერბო ან კარაქი. გემრიელად მიირთვით!