ავიღოთ ორი მოზრდილი ნაჭერი ქათმის ფილე, დავუმატოთ ზეთი, შავი პილილი , მარილი , კარგად ავურიოთ , შევბრაწოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. სოუსის მოსამზადებლად, თასში მოვათავსოთ მაიონეზი, გახეხილი ყველი (უმჯობესია პარმეზანი),ლიმონის წვენი,ნიორი და კარგად ავურიოთ , რათა მივიღოთ ერთიანი მასა. მოვხარშოთ მაკარონი და დავუმატოთ დაჭრილი სალათის ფურცლები,პომიდორი, "ხრუხუნები"( დაჭრილი გახუხული პური ), დაჭრილი ფილე, ბეკონი , მოვახეხოთ ყველი (გემოვნებით) და თავზე მოვასხათ ჩვენ მიერ მომზადებული სოუსი. გემრიელად მიირთვით!