ძროხის ან ცხვრის რბილი ხორცი ხახვთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, ძალიან წვრილად დაჭღილი კოწახურით, დანაყილი პილპილით, შევურიოთ გათქვეფილი კვერცხი. გავაკეთოთ დაკეპილი ხორცის პატარ-პატარა გუფთები, მივცეთ მოგრძო ფორმა, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. მოაყარეთ დაჭრილი ხახვი და ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!