
არაფერი ჯობს სახლში, ჯანსაღი ინგრედიენტებით მომზადებულ პიცას. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ცომია. ამიტომ , გთავაზობთ იდეალურ ცომს პიცისთვის. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობით ვიღებთ ცომის 2 გუნდას.
ერთმანეთს კარგად შეურიეთ ფქვილი და მარილი . ჩაყარეთ საფუარი და შაქარი დაახლოებით 1 ჭიქა თბილ წყალში. მიღებული სითხე ჩაასხით ფქვილში და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. ზილეთ ცომი , სანამ არ მიიღებთ სასურველ მასას. ფქვილიან ზედაპირზე ზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში - დაიმახსოვრეთ, ცომი უნდა გახდეს ელასტიური. ამის შემდეგ , აიღეთ ჯამი, მოასხით თხლად ზეთი, ჩადეთ ცომი და ცომს ზემოდან კვლავ ზეთი გადაუსვით, გადააფარეთ ტილო და დაელოდეთ ცომის ამოსვლას.