კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ. მარგარინი გავადნოთ ცეცხლზე და შიგ ჩავასხათ. დავამატოთ სოდა ძმრით, ვანილი და იმდენი ფქვილი, რამდენსაც შეიზელს (ცომი არ უნდა იყოს ძალიან მაგარი). ცომი გავყოთ 3 ნაწილად და გამოვაცხოთ 3 ცალი ფირფიტა. გამოცხობილ ფირფიტებს ჩამოვაჭრათ გვერდები და სამივე ფენას წავუსვათ სასურველი ჯემი. ბოლო ფენას კი მოვაყაროთ დაფშვნილი ჩამოჭრილი გვერდები. გემრიელად მიირთვით!