თასში ჩაყარეთ ყავისფერი შაქარი,დაუმატეთ 3 კვერცხი და თქვიფეთ. გაცხელებულ ტაფაზე გაადნეთ კარაქი ,დაუმატეთ თაფლი, სოდა და ურიეთ. როცა მასა გაყავისფრდება, ჩაასხით ჭურჭელში, სადაც უკვე ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი,შემდეგ კი დაუმატეთ ფქვილი. ურიეთ, სანამ არ მიიღებთ სასურველი სისქის ცომს. ამის შემდეგ , გადმოიტანეთ ცომი ფქვილიან ზედაპირზე, მიეცით გრძელი ფორმა და დაჭერით 7 ნაწილად. თითოეული ნაწილი გააპრტყელეთ ( მრგვალად ან ოთხკუთხედურად) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 8 წუთის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ ცომის დატოვება, რათა დაფშვნათ და გამოიყენოთ მოსართავად. კრემისთვის: მიქსერით თქვიფეთ ნაღები, სანამ არ გასქელდება.დაუმატეთ დაფქვილი შაქარი და ვანილი (ან ვანილის ექსტრაქტი). შეუდექით ფირფიტების დაკრემვას,ზემოდან კი მოაყარეთ დაფშვნილი ფირფიტა. გემრიელად მიირთვით!