მოვზილოთ ფქვილით, საფუარით, მარილით და თბილი წყლით ცომი. დავდოთ სითბოში, რომ ამოფუვდეს. ნიგოზი გავატაროთ. დავამატოთ შაქარი, ცოტა ვანილი და კოვზით ავურიოთ ერთმანეთში. ჩავდოთ შიგთავსი ცომში. მივცეთ ღვეზელის ფორმა და შევწვათ ზეთიან ტაფაზე. გემრიელად მიირთვით!