კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ მუსისმაგვარი კონსისტენციის მიღებამდე. დავამატოთ გაცრილი ფქვილი. გადავურიოთ და ჩავასხათ კარაქწასმულ ფორმაში. გამოვაცხოთ 160 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი, სანამ ოქროსფერს მიიღებს.პარალელურად ავთქვიფოთ ბეზე შაქართან ერთად. მზა ბისკვიტზე დავალაგოთ ნებისმიერი სასურველი ხილი, გადავუსვათ ბეზე და შევაბრუნოთ ღუმელში 10-15 წუთით, თან ტემპერატურას დავუწიოთ.ბეზე რომ ოქროსფერს მიიღებს, გამოვიღოთ .