ხორცი ნაჭრებად დავჭრათ და ღრმა ქვაბში, ზეთში დავბრაწოთ. სანამ ხორცი იბრაწება, ხახვი წვრილად, სტაფილო კი მოგრძო ჩხირებად დავჭრათ. დავაყაროთ ხორცს და ცოტა ხანი კიდევ ვშუშოთ. ამასობაში ბრინჯი კარგად გავრეცხოთ, სანამ გამჭვირვალე წყალი არ გაუვა. გავრეცხოთ ნივრის მთლიანი თავიც, განსაკუთრებით ფესვების ადგილი გავუსუფთავოთ კარგად, შუაზე გადავჭრათ და ჩავამატოთ ხორცთან, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ძირა და დავაყაროთ გარეცხილი ბრინჯი. ცოტა მარილი ბრინჯსაც დავამატოთ, შემდეგ დავასხათ ორმაგი რაოდენობის წყალი და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ. მზა ფლავს ქვაბიდან პირდაპირ თეფშზე ამოვატრიალებთ. ან უბრალოდ ამოვიღოთ საჭირო ულუფა კოვზით. გემრიელად მიირთვით !