5 კვერცხის ცილითა და 2 ჭიქა შაქრით ამოვიყვანოთ ბეზე ორთქლზე და დავუმატოთ 1 ჭიქა დაფქვილი ნიგოზი და 1 ჭიქა ქიშმიში.
ცომი:
კარაქი და ფქვილი კარგად ავურიოთ, ისე რომ მივიღოთ ფხვიერი მასა დავუმატოთ 4 კვერცხის გული, 1 ჭიქა არაჟანი, სოდა ძმრით და მოვზილოთ. ცომი შევდგად მაცივარში 1 საათით.
შემდეგ ცომი გავყოთ სამ ნაწილად, გავაბრტყელოთ და ცომის ფენებს წავუსვათ გული, 2 სუფრის კოვზი არაჟანი(ან მაწონი) და 1 კვერცხის გული კარგად ავურიოთ და წავუსვათ მესამე ფენას, დავჭრათ და გამოვაცხოთ.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე მანამ სანამ შეყავისფერდება.
გემრიელად მიირთვით!