ცივი სუპი მაწვნითა და კიტრით
ცივი სუპი მაწვნითა და კიტრით
დრო 10წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაწონი ან ნატურალური იოგურტი - 400 გ
  • კიტრი - 500 გ
  • ნედლი ბაზილიკი - 50 გ
  • კამა - 50 გ
  • თაფლი - 1 ს.კ
  • ლიმონის წვენი - 2 ს.კ
  • ნივრის კბილი - 1
  • ჩილი სოუსი, ტკბილი - 1 ს.კ ( ან ტაბასკო 1 ჩ.კ)
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
კიტრი გავთალოთ, დავჭრათ, მოვათავსოთ ბლენდერში, დავამატოთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი და ერთიან მასად ვაქციოთ.

დავამატოთ მარილი და პილპილი, შევდგათ მაცივარში გასაციებლად. მირთმევის წინ, თეფშებზე დავამატოთ ყინული და ცოცხალი მწვანილის ფოთლები
ტეგები:
მაწონი კიტრი თაფლი ნანახია: 13460