დიდ ჯამში აურიეთ ფქვილი, წყალი,რძე, მარილი, საფუარი და კარაქის პატარა ნაჭერი (როგორც ვიდეოშია ნაჩვენები). მოზილეთ ძალიან კარგად და როცა სასურველ მასას მიიღებს, შეახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში, ერთი საათით. დაჭერით კარაქი 6 ნაწილად, გადააფარეთ პერგამენტი და გადაატარეთ საბრტყელებელი, რათა კარგად დარბილდეს. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გააბრტყელეთ და შუაში ჩართეთ კარაქი. შემოკეცეთ ცომი, კვლავ გააბრტყელეთ, გადმოკეცეთ ორი მხრიდან და შედეთ მაცივარში. გამოიღეთ 1 საათში და ისევ გააპრტყელეთ, გადმოკეცეთ და კვლავ მაცივარში შედეთ - ასე უნდა მოვიქცეთ 3-ჯერ. საბოლოოდ კი გამოიღეთ ცომი , დაჭერით რამდენიმე ნაწილად, გააბრტყელეთ სიგრძეზე და თითოეულ ნაჭერში ჩაურთეთ შოკოლადის პატარა ნატეხი, გადაახვიეთ რულეტივით, ზემოდან გადაუსვით ფუნჯით კვერცხი და შედგით ღუმელში. აცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!