ფაფუკი ნამცხვარი ,,ზღაპარი"
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ცომი:
  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 1.5 ჭიქა
  • თაფლი - 5 ს/კ
  • ვანილი
  • გამაფხვიერებელი
  • ფქვილი - 500-550 გ
კრემი:
  • რძე - 4 ჭიქა
  • შაქარი - 1.5 ჭიქა
  • ფქვილი - 5-6 ს/კ
  • კარაქი - 250 გ
  • ვანილი
მინანქარი
  • შოკოლადი - 200 გ
  • კარაქი - 30 გ
  • ნაღები - 125 გ
მომზადების წესები

ავთქვიფოთ კვერცხის ცილები, დავუმატოთ შაქარი და კვერცხის გულები, ვანილი გამაფხვიერებელი, თაფლი და შემოვდგათ ცხელ ორთქლზე თან დავუმატოთ კარაქი ვურიოთ განუწყვეტლივ 30 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ ჩავყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. 
გავყოთ 5 ტოლ ნაწილად გავაბრტყელოთ თითოეული დავაჯინოთ ცხელ ჟარონაზე და გამოვაცხოთ ღუმელში 180°-ზე 5-6 წთ.

კრემი

შევურიოთ ერთმანეთს შაქარი და ფქვილი ცალკე.
ცალკე მოვადუღოთ რძე და ჩავყაროთ ფქვილი და შაქარი თან ვურიოთ განუწყვეტლივ. როცა მოდუღდება გადმოვდგათ და გავაცივოთ. ცივს შევურიოთ ვანილი და კარაქი. ავთქვიფოთ კარგად და დავკრემოთ.

ფირფიტებს წავუსვათ კრემი. თავზე მოვასხათ მინანქარი.

მინანქარი

გავადნოთ ორთქლზე შოკოლადი დავუმატოთ კარაქი და ნაღები.

 

გემრიელად მიირთვით!