1) ავთქვიფოთ კვერცხი დავუმატოთ შაქარი, შემდეგ რბილი კარაქი+ვანილი+მარილი+ გამაფხვიერებელი+რძე და ფქვილი. მოვზილოთ რბილი ცომი, თუ ცომი მაგარი გამოვიდა შეგიძლიათ დავუმატოთ ცოტა რძე. შემდეგ გადავახვიოთ ცელოფანში და შევდგათ მაცივარში 30 წთ-ით. 2) ნიგოზსა და თხილს გავაცალოთ კანი დავტეხოთ და შევურიოთ კაკაო და 1 ს/კ შაქრის პუდრა. 3) შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი წავუსვათ მარმელადი და გადავუკეცოთ ნაპირები როგორც სურათზეა ნაჩვენები, დავდოთ ცივ ქაღალდიან ჟარონაზე შუა ა ცარიელ ადგილას დავაყაროთ ნიგვზის და თხილის ნარევი და გამოვაცხოთ 180°-ზე 40 წთ. 4) ცივს დავაყაროთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!