კომბოსტო დავჭრათ და ხაჭოსთან (ან ნაღების ყველთან) ერთად დავაქუცმაცოთ ბლენდერში.ავთქვიფოთ რძე და კვერცხი, დავამატოთ ფქვილი, შემდეგ კომბოსტო, ქონდარი, ორეგანო, მარილი, პილპილი და შაქარი. კარგად ავურიოთ და 30 წუთი დავტოვოთ.გავახუროთ ტაფა, დავასხათ ზეთი და შევწვათ ოლადები საშუალო ცეცხლზე, ორივე მხრიდან. მივირთვათ კენკრის მურაბასთან ერთად.თეთრი კომბოსტო შეიძლება შეიცვალოს ყვავილოვანით, რომელსაც წინასწარ გავხეხავთ .