თევზის კოტლეტები
დრო 30წთ
ულუფა 5
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი - 100 გ
  • წვრილად დაჭრილი ოხრახუში - 2 ს/კ
  • კამა დაჭრილი - 1 ს/კ
  • თევზის ფილე - 500 გ
  • დაფხვნილი ორცხობილა - 3 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები

დარბილებულ კარაქს შეურიეთ დაჭრილი მწვანილი, დაყავით პატარა ნაწილებად, გააკეთეთ ბურთულები და გააცივეთ. სკუმბრიას ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოაყარეთ პილპილი, მარილი და კარგად აურიეთ. თევზიანი მასა გაყავით პატარ-პატარა ნაწილებად და გააბრტყელეთ მრგვლად. მასის შუაში მოათავსეთ კარაქის ბურთულები, შეაერთეთ ბოლოები, ამოავლეთ დაფხვნილ ორცხობილაში და მიეცით კატლეტის ფორმა. დაბრაწეთ ზეთში, შემდეგ შედგით ღუმელში 5-7 წთ. მიირთვით მოხარშულ კარტოფილთან, ტომატთან ან კეტჩუპთან ერთად.

ტეგები:
ნანახია: 1640