დაჭრილი ბანანი და კენკრა ბლენდერის საშუალებით პიურედ აქციეთ. დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, შაქრის პუდრა გემოვნებით, იოგურტი და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ. გადაიტანეთ მასა პლასტიკის კონტეინერში და საყინულეში 2 საათით შეინახეთ. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ნაყინი ხელის ბლენდერით ან ჩანგლით ამოურიეთ.