ზეითუნის ზეთსა და კარაქში მოთუშეთ ბროკოლი,ნიახური, ხახვი,სტაფილო ,ნიორი და წითელი ბულგარული წიწაკა.ავურიოთ კარგად და ფერი რომ შეეცვლება, დავუმატოთ ფქვილი. ვურიოთ 2 წუთი და დავუმატოთ ქათმის ბულიონი. 5 წუთი ხარშვის შემდეგ დაუმატეთ რძე (ან ნაღები) და როცა შესქელდება, დაუმატეთ ქათმის ფილე და ისპანახი. მიღებულ მასას დაუმატეთ მუსკატის კაკალი,ქონდარი,მარილი და პილპილი. გემრიელად მიირთვით!