თუნუქის ლანგარზე გადააკარით ფოლგა , დააყარეთ პატარა კუბიკებად დაჭრილი პური,გადაუსვით ზემოდან ზეითუნის ზეთი და გააჩერეთ. ლითონის პატარა ზომის ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ ნიორი, წვრილად დაჭრილი ლორი , წიწაკა და უკვე დაჭრილი პური. ამ მასას დავუმატოთ ქათმის ნახარში,ოხრახუში,მარილი,წითელი დაფქული წიწაკა და ურიეთ კარგად. როცა წვნიანი წითლად შეიფერება, ზედვე დაახალეთ კვერცხები. არ ამოურიოთ, თავზე დაახურეთ და დაელოდეთ ,როცა კვერცხები შეიწვება. გადმოიღეთ,გააციეთ და გემრიელად მიირთვით!