ავიღოთ 1 კილოგრამი ხაჭო (უმჯობესია კალტი) და ცოტა ერბო გადავურიოთ.1 კილოგრამ ხორბლის თეთრ ფქვილს დავუმატოთ მწიკვი მარილი და მოვზილოთ ფაფუკი ცომი. ხაჭოს შევაზილოთ ერბო და გუნდებად დავალგოთ ( ერბოს მაგივრად კარაქი შეგიძლაით ). გავაჩეროთ ცომი ერთი- ორი საათით ,რის შემდეგაც გუნდები გავაბრტყელოთ ფქვილიან ხის დაფაზე ,ხაჭოიანი შიგთავსი გავუკეთოთ ,პირი მოვუკრათ და რაც შეიძლება თხლად გავაბრტყელოთ . გახურებულ ტაფაზე ცხიმის გარეშე გამოვაცხოთ ორივე მხრიდან. ცხელს გადავუსვათ ზემოდან ერბო ან კარაქი და ისე მივირთვათ . მთავარია, შიგთავსით გამოტენილი უნდა იყოს ხაჭოთი ,ცომი კი იყოს ძალიან თხელი. გემრიელად მიირთვით! ფოტო: gastronomia.ge