ცომის მოსამზადებლად, თასში მოათავსეთ კვერცხი,მარილი, წყალი - ათქვიფეთ , შემდეგ კი დაუმატეთ ფქვილი ნელ-ნელა. მოამზადეთ რბილი ცომი და გააჩერეთ 15-20 წუთი. მოათავსეთ ფარში თასში, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი და წვრილად დაჭრილი ხახვი. ურიეთ მანამ,სანამ არ მივიღებთ ერთიან მასას. ფქვილიან ზედაპირზე გავაპრტყელოთ ცომი და მივცეთ მოგრძო ფორმა. ეცადეთ, ცომი დაჭრათ 4 ნაწილად. თითეული გუნდა გააბრტყელეთ და დაჭერთ თხელ,პატარა ზომის კუბიკებად. თითოეულში მოათავსეთ ფარში და მიეცით ისეთი,ფორმა,როგორიც ვიდეოშია ნაჩვენები. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მანტები და მოხარშეთ. ამოიღეთ თეფშზე. ამასობაში,დაიწყეთ სოუსის მომზადება. არაჟანში ჩაახეხეთ ნიორი,ხოლო ტაფაზე კარაქთან ერთად შეწვით დაფქული წითელი წიწაკა. მანტებს ჯერ არაჟნის სოუსი,შემდეგ კი შემწვარი წიწაკა მოასხით,ცხიმთან ერთად. გემრიელად მიირთვით!