საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ 700 მლ. რძე და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ამავდროულად ცალკე ჭურჭელში დარჩენილ 100 მლ. რძეში გავხსნათ 4 სუფრის კოვზი ფქვილი, საცერში გადავწუროთ და დავუმატოთ უკვე ცეცხლზე დადგმულ რძეს (ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ შესქელებისას ფქვილმა არ წარმოქმნას მკვირივი ბუშტუკები - უნდა მივიღოთ ერთგავროვანი მასა). ვურიოთ გაუჩერებლად, სანამ მასა არ შესქელდება.დავუმატოთ გახეხილი სულგუნი და გავაგრძელოთ მორევა. როდესაც ყველი დადნება, გავტეხოთ 5 კვერცხი და სათითაოდ ჩავუშვათ შესქელებულ ფაფაში, ისე რომ კოვზით გადავფაროთ კვერცხი (არ უნდა დავაზიანოთ კვერცხის გული, სიფრთხილეა საჭირო).მას მერე რაც კვერცხებს მოვათავსებთ ფაფაში, მორევა უნდა შევწყვიტოთ. 5 წუთის მერე, დიდი კოვზის საშუალებით გადმოვიღოთ ფაფა. აუცილებლად შევამჩნევთ გამომცხვარ კვერცხს, რომელსაც გული თოხლო უნდა ჰქონდეს. რეკომენდაცია: მოვაყაროთ ხმელი პიტნა, მირთვით თბილ მდგომარეობაში მჭადებთან ერთად. გემრიელად მიირთვით!