როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ჩიხირთმა
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ჩიხირთმა
დრო 50წთ
ულუფა 1
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათამი - 1200 გ
  • ხახვი - 200 გ
  • ნიორი - 20 გ
  • ფქვილი - 4 ჩ/კ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • ძმარი - 1 ჩ/კ
  • ქინძი - 100 გ
  • ნაღების კარაქი - 100 გ
  • წითელი წიწაკა - 1 ჩ/კ
მომზადების წესები

წვრილად დავკეპოთ ხახვი. დავჭრათ ქათამი ულუფებად. ცხელ ტაფაზე დავასხათ მზესუმზირის ზეთი და მოვშუშოთ ხახვი. ქათამი მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ ხახვი და მოვშუშოთ საშუალო ცეცხლზე. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ ფქვილი და ძმარი. მიღებულ მასას დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი და კარგად ამოვურიოთ. 
მოხარშული ქათამი ამოვიღოთ ქვაბიდან, ხოლო ქვაბში დავამატოთ კარაქი და ფქვილი. კარგად ამოვურიოთ, დავამატოთ წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ქვაბში ნელა დავამატოთ კვერცხის და მწვანილის ნაზავი, ისე რომ თანდათან ტემპერატურას მიეჩვიოს. ვურიოთ ქვაბს. ცოტა ხნის შემდეგ მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და ავადუღოთ. ჩავაწყოთ მასში ქათმის ხორცი და ჩავამატოთ წიწაკა გემოვნებით. წვნიანი მზად არის.

ტეგები:
ჩიხირთმა ნანახია: 4008