ხურმის ჩირი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

მომზადების წესები

ამოარჩიეთ მაგარი ხურმა, რომელსაც გრძელი ყუნწი ექნება (რბილი ხურმა ჩირისათვის არ გამოდგება). გარეცხეთ, გათალეთ და დაუტოვეთ ყუნწი. ძაფის ორივე ბოლო ხურმას ყუნწზე მოაბით (თითო ბოლოზე თითო ხურმა). გასაშრობად მზეზე ისე გაკიდეთ, რომ ხილი ერთმანეთს არ ეხებოდეს. სასურველია, გახმეს მზეზე და ჰაერზე.ერთი კვირის განმავლობაში ხურმას არ შეეხოთ. როცა სრიალა ზედაპირი აღარ ექნება და გამაგრებას დაიწყებს, თითოეული ხურმა ყოველ დღე რამდენიმე წამით დაზილეთ (თუმცა, ფრთხილად იყავით, რომ კანი არ დასკდეს). ამ გზით ჩირს გარედან შაქრის თხელი ფენა გაუჩნდება და უფრო ტკბილი და გლუვი იქნება.

დაახლოებით ერთი თვიდან – ექვს კვირამდე ხურმა გამოშრება და მზად იქნება მისართმევად.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნანახია: 1837