ღორის ხორცი ანანასით
ღორის ხორცი ანანასით
დრო 90წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიორი - 1 კბილი
  • ხახვი - 1
  • სოიოს სიუსი - 50 მლ
  • ანანასის წვენი, კონსერვიდან - 150 მლ
  • კონსერვირებული ანანასი - 5-7 რგოლი
  • ღორის ხორცი - 500 გ
  • მარილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული
მომზადების წესები
ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. ზედმეტი სისველე ქაღალდის ხელსახოცით შევაშროთ და შევწვათ საშუალო ცეცხლზე. თუ ერთბაშად ჩავყრით ხორცს ქვაბში, შეწვის ნაცვლად ჩაიშუშება, ამიტომ სჯობს ორ ნაწილად გავყოთ. შემწვარი ხორცი ამოვიღოთ და იმავე ცხიმში შევბრაწოთ დაჭრილი ანანასი, ისე რომ დაკარემელიზდეს. შემდეგ ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, ჩავაბრუნოთ სანახევროდ შემწვარი ხორციც. ჩავამატოთ ანანასის სეროფი და სოიოს სოუსი, ამოვურიოთ და დაბალ ცეცხლზე დავასრულოთ მომზადება ხორცის მზაობამდე. მარილი და წიწაკა გემოვნებით. გარნირად უხდება მოხარშული, გრძელი ბრინჯი.

ამ კერძის მომზადება ცოცხალი ანანასითაც შეიძლება. გავფცქვნათ ანანასი, დავჭრათ, გული ამოვაცალოთ. მოვაგროვოთ დაჭრის შემდეგ გაშვებული წვენი, შევავსოთ ბულიონით ან წყლით და მასში მოვშუშოთ ხორცი.