მწყერი გავჭრათ შუაზე და მოვაცალოთ ძვლები ისე, რომ ფორმა შევუნარჩუნოთ. შევბრაწოთ ღუმელში ისე, რომ ხრაშუნა კანი ჰქონდეს. პარალელურად, დავკეპოთ ნიორი და კარაქთან ერთად მოვთუშოთ ტაფაზე. დავამატოთ წიწაკა, მარილი და წყალი. როდესაც წამოდუღდება, ჩავავდოთ მასში შებრაწული მწყერი და კიდევ 3 წუთი ვადუღოთ გემრიელად მიირთვით!