შაქრისგან და წყლისგან მოვადუღოთ სიროფი, ჩავაყაროთ სახამებელი, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. როცა წამოდუღდება, შევურიოთ ვანილი და ლიმონის მჟავა. მიღებული მასა გადავიტანოთ განიერ თეფშზე, გავაციოთ 4 საათის შემდეგ დავჭრათ რომბებად და ამოვავლოთ შაქრის პუდრაში. გემრიელად მიირთვით!