ჩაყარეთ თასში ფქვილი,შაქარი, საფუარი და მარილი. ურიერთ კოვზით, რათა კარგად შეერიოს ერთმანეთს. ქურაზე აადუღეთ წყალი,რძე და დაუმატეთ კარაქი. მიღებული მასა ჩაასხით ფქვილიან თასში , დაუმატეთ 1 ცალი კვერცხი და მოზილეთ ცომი. გააჩერეთ ცომი 20 წუთი, შემდეგ კი პატარ-პატარა გუნდებად ამოჭერით. გუნდებს გადააფარეთ სუფთა ნაჭერი და გააჩერეთ 30-35 წუთი, რათა კარგად ამოვიდეს. აცხვეთ 200 გრადუსზე, 10-დან 12 წუთამდე. გემრიელად მიირთვით!