აიღეთ თასი, ჩაყარეთ ფქვილი,ორი კვერცხი,მარილი ,ზეითუნის ზეთი,მარილი,საფუარი,თაფლი და წყალი - მოზილეთ ცომი. ზილეთ დაახლოებით 7 წუთი , გადააფარეთ ნაჭერი და 1 საათი გააჩერეთ. გულსართითვის აიღეთ თასი და მასში მოათავსეთ დარიჩინი, მწიკვი მარილი, ყავისფერი შაქარი და ზეთი. აურიეთ კარგად. ცომი დაჭერით 3 ნაწილად. თითოეული მათგანი გააბრტყელეთ და ჩაურთეთ გულსართი, შემდეგ კი გადაახვიეთ რულეტივით. სამივე "რულეტით" გავაკეთოთ ნაწნავისებრი ფუნთუშა, გადავაფაროთ ნაჭერი და დაველოდოთ 30 წუთი. როცა ,,ნაწნავი" ფუმფულა გახდება, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი. ვაცხოთ 190 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!