დაჭერით ხახვი მოგრძო ნაჭრებად და გახურებულ ტაფაზე კარაქში შეწვით მანამ, სანამ არ მიიღებს ყავისფერ შეფერილობას.ტაფაზევე დაუმატეთ ძმარი და ღვინო და ურიეთ კარგად. გადმოიტანეთ სხვა ჭურჭელში და დაუმატეთ ხორცის ნახარში. ცოტა ხნის შემდეგ ქონდართან ერთად დაუმატეთ მარილი და პილპილი,გემოვნებით. 1 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ. პურის ნაჭრებს გადაუსვით კარაქი და შებრაწეთ ან ტაფაზე,ღუმელში ან ტოსტერში. ჩაასხით წვნიანი ცეცხლგამძლე თასში,დაადეთ პურის ნაჭერი,მოაყარეთ გახეხილი ყველი და ცოტაოდენი დაფქული წიწაკა. შედგით თასი ღუმელში და დაელოდეთ,როდის დაიბრაწება ყველი. გამოიღეთ და გემრიელად მიირთვით!