კარტოფილი კარგად გავრეცხოთ და მუნდირით მოვხარშოთ. ყველი გავხეხოთ. მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ,ჩავდოთ სქელძირიან ქვაბში და ჩავჭყლიტოთ. ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე,კარტოფილი შევათბოთ,დავაყაროთ გახეხილი ჭყინტი ყველი,მოვაყაროთ მარილი და შევაზილოთ ერთმანეთს. გემრიელად მიირთვით!