აარჩიეთ მაგარი თავი კომბოსტო, დაჭერით მორგრძო (ბურბუშელასავით) წვრილ ნაჭრებად, ასევე დაჭერით სტაფილო და ვაშლიც. მოამზადეთ წითელი წიწაკა, დაფნა და შავ პილპილი. ყოველივე აურიეთ მომინანქრებულ ჯამში. შემდეგ ჩადეთ ასევე ,,ემალის" ქვამში ან ქოთანში და ხის კოვზით ან ბრტყელი ჯოხით შიგ ჩატენეთ. ზემოდან დაადეთ რაიმე მძიმე საგანი და დადგით გრილ ადგილას. მეორე დღეს თავზე წვენი მოადგება. მწნილი 2 კვირაში მზად იქნება.