კვერცხის გული და შაქარი კარგად ამოვიყვანოთ, დავუმატოთ გამდნარი მარგარინი, სოდა ძმრით, მწიკვი მარილი,ვანილი და 5 ჭქა ფქვილი. ცომი ვზილოთ კარგად და გავოყოთ 3 ნაწილად. ცხიმწასმულ თუნუქის ფიქფიტაზე გავწელოთ ცომი, დავასხათ ბეზე და გამოვაცხოთ. ასევე ცხვება დარჩენილი 2 ფენაც. ბეზე: კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ ვანილი და გავყოთ 3 ნაწილად. კრემი: მარგარინი ამოვიყვანოთ შესქელებულ რძესთან ერთად , დავუმატოთ თაფლი,ვანილი, წავუსვათ ფენებს და მოვრთოთ ქიშმიშით,ნიგოზითა (ან თხილი) და მინანქარით. გემრიელად მიირთვით!